ახალი ამბები ბიზნესი მსოფლიო უკრაინის ომი

სტამბოლში უკრაინის პორტების დებლოკირებაზე შეთანხმდნენ

სტამბოლში უკრაინის, გაეროს და რუსეთის ფედერაციის დელეგაციები უკრაინის პორტების დებლოკირებაზე შეთანხმდნენ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal  ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე ცნობით, ყველა ხომალდი თურქეთის მიერ შემოწმდება.

მხარეები შეთანხმდნენ ასეთ მექანიზმზე: მარცვლეულის ტრანსპორტირება შესაძლებელია სამი უკრაინის პორტიდან უკრაინული გემების თანხლებით, ხოლო ცეცხლის შეწყვეტა იქნება გეოგრაფიული საზღვრების ფარგლებში გემების დასაცავად.

მედიის ცნობით, სავარაუდოდ საუბარია ოდესის საზღვაო პორტის, ასევე მეზობელი ჩერნომორსკის და იუჟნის პორტების განბლოკვაზე.

საგულისხმოა, ამაზე ადრე რუსეთი ითხოვდა გემების ერთპიროვნულ შემოწმებას, რადგან თვლიდა, რომ შესაძლებელი იყო იარაღის საზღვაო გზით მიწოდება. 

გამოცემის ცნობით, შეთანხმება ბოლომდე დამოწმებული არ არის, რადგან პუტინს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

აღსანიშნავია, რომ გაეროს ცნობით, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი გლობალური შიმშილის დასაძლევად მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში 24 თებერვალს დაწყებული ომი ამ დრომდე გრძელდება.

 

იტვირთბა....