aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-ის სენატში შავი ზღვის რეგიონის პრიორიტეტად გამოცხადებას ითხოვენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში კანონპროექტის ინიცირება მოხდა, რომლითაც დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების წარმომადგენლები პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, პრიორიტეტად გამოცხადდეს პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით.

კანონპროექტის ინიციატორები არიან დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და მიტ რომნი, რომელიც სენატში რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენს.

“შავ ზღვაზე წვდომის კონტროლი მისი [პუტინის] ბოდვითი ოცნების საფუძველშია ჩადებული რუსული იმპერიის შენების შესახებ. არ შეიძლება, აშშ-მ ეს დაუშვას”, – აცხადებს სენატორი შაჰინი.

როგორც “რადიო თავისუფლება” წერს, სენატორები გამოდიან ინიციატივით, შემუშავდეს სტრატეგია, რომელიც რეგიონის ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების, სამხედრო დახმარების და აშშ-ის, ნატოს და შავი ზღვის რეგიონში პარტნიორების კოორდინაციის გაძლიერებისკენ იქნება მიმართული.

იტვირთბა....