ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ერთ დღეში ლიკვიდირებული 300 ოკუპანტი – როგორია რუსების დანაკარგები

უკრაინელმა სამხედროებმა გასულ დღე-ღამეში 300 რუსი ოკუპანტი გაანადგურეს. ქვეყნის გენერალური შტაბის Facebook-ზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მტერს ყველაზე დიდი დანაკარგები კრამატორსკის მიმართულებაზე ჰქონდა.

რაც შეეხება ომის დაწყების დღიდან, 24 თებერვლიდან ამ დრომდე არსებულ სტატისტიკას, 13 ივლისის მონაცემებით, უკრაინაში მტრის პირადი შემადგენლობის 37870 ჯარისკაცია ლიკვიდირებული.

რაც შეეხება საბრძოლო ტექნიკას და საშუალებებს, რუსების დანაკარგები ასეთია:

  • 1667 ტანკი
  • 3852 ჯავშანტექნიკა
  • 840 საარტილერიო სისტემა
  • 247 სარაკეტო სისტემა
  • 109 საზენიტო საბრძოლო სისტემა
  • 219 თვითმფრინავი
  • 188 ვერტმფრენი
  • 681 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი
  • 155 აკრუიზო რაკეტები
  • 15გემი/ნავი/კატარღა
  • 2704 საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები
  • 67 ერთეული სპეციალური აღჭურვილობა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ეს მონაცემები ზუსტდება.

 

იტვირთბა....