ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ოკუპანტებმა მიკოლაევზე 10-ზე მეტი სარაკეტო შეტევა მიიტანეს

რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას უკრაინის ქალაქ მიკოლაევზე 10-ზე მეტი სარაკეტო შეტევა მიიტანეს. სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია გუმენიუკის თქმით, მტერმა დარტყმები С-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიდან განახორციელა.

“გამთენიისას დაიბომბა მიკოლაევი. 10-ზე მეტი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა საზენიტო-სარაკეტო სისტემის С-300 მოდიფიცირებული ჭურვებით, რომელთაც დიდი გამანადგურებელი მოქმედება ახასიათებთ. ჭურვი ისევ მოხვდა ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმრო “მიკოლაევს”, ასევე დაზიანდა ორი სასწავლო დაწესებულების შენობა, ტროლეიბუსების საწარმო – სამოქალაქო ობიექტები, სადაც შეიძლება ხალხი ყოფილიყო, რაც მსხვერპლს გამოიწვევდა”, – განაცხადა გუმენიუკმა ნაციონალური ტელემარათონის ეთერში.

იტვირთბა....