ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინელებმა რუსების შეტევები ორი მიმართულებით მოიგერიეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სლავიანსკის და ბახმუტის მიმართულებებით რუსების შეტევები წარმატებით მოიგერიეს. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური შტაბი Facebook-ზე ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით მტერი კოდემისა და ბერშინის მიმართულებებით ცდილობდა შტურმის მოწყობას.

“ბახმუტის მიმართულებით მოწინააღმდეგე ტანკების, ქვემეხი და სარაკეტო არტილერიის გამოყენებით ახორციელებდა სროლებს დასახლებული პუნქტების: ნოვოლუგანსკის, ნიუ იორკის, პოკროვსკის, ვესელაია დოლინას, სოლედარის, ბერესტოვოეს, ვესიოლოეს, რიმსკის, სემიგორიეს, ვერშინას მიმართულებით და ასევე, ქალაქ სვეტლოდარსკის თბოელექტროსადგურის სიახლოვეს. უკრაინელმა სამხედროებმა შტურმი მოიგერიეს კოდემისა და ვერშინის მიმართულებებზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ხარკოვის მიმართულებით მტერმა სხვადასხვა კალიბრის არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნა დერგაჩის, ჩერკასკაია ლოზოვაიას, დემენტიევკას, რუსკი ტიშკის, ჩერკასკი ტიშკის და სლატინოს დასახლებებს.

“სლავიანსკის მიმართულებით მტერმა ბარვენკოვოეს, დიბრივნოეს, კურულკას, პოდოლოვკას, ჩეპილის, კრასნოპოლიესა და ბოგოროდიჩნის ტერიტორიებზე გახსნა ცეცხლი. ისინი კურულკას მიმართულებით ცდილობდნენ შტურმის განხორციელებას, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწიეს და უკან დაიხიეს”, – აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

იტვირთბა....