ევროკომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხზე 2022 წლის ბოლოს აღარ იმსჯელებენ. როგორც ევროკომისიის წარმომადგენელმა მაიკლ რუპიმ ევროპარლამენტში განაცხადა, გადაწყდა, რომ საქართველოს მეტი დრო მიენიჭოს რეკომენდაციების შესრულებაზე სამუშაოდ და შესაბამისად, ევროპის კომისიამ გაფართოების პაკეტში პრიორიტეტების შესახებ ანგარიშის წარდგენა 2023 წლამდე გადადო.
“ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დაინტერესებული ვართ იმით, რომ საქართველომ ამ პრიორიტეტებზე ღრმად და საფუძვლიანად იმუშაოს. ამიტომ, მსჯელობის შემდეგ გადავწყვიტეთ, არ დავაჩქაროთ საქართველოს პოლიტიკური ელიტა მათ მცდელობებში, მოახდინონ ქვეყნის დეპოლარიზაცია, დასხდნენ ერთ მაგიდასთან და ზედმიწევნით იმუშაონ რეფორმებზე. ამიტომ, ჩვენ, როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, გაფართოების პაკეტში პრიორიტეტების შესახებ ანგარიშს 2023 წელს წარვადგენთ. ეს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას საკმარის დროს მისცემს იმისთვის, რომ საფუძვლიანად იმუშაონ პრიორიტეტებზე”, – ციტირებს სიტყვებს “ინტერპრესნიუსი”.
ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებულ ყოველწლიური ანგარიშის პროექტის წარდგენის