ახალი ამბები კულტურა მთავარი სამართალი

ვანდალური აქტი ოპერის ეზოში (ფოტოები)

რამდენიმე დღის წინ საზეიმოდ გახსნილ ოპერის თეატრის გვერდით მდებარე ახალი შადრევანი დააზიანეს. დაზიანებული შადრევნის სურათები სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც სურათებიდან ჩანს, შადრევანის ფილები დამტვრეულია.

“მეტრონომი” გთავაზობთ დიანა ფანჯავიძის მიერ გადაღებულ ფოტოებს.

შეგახსენებთ, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი 30 იანვარს საზეიმოდ გაიხსნა. თეატრის რეკონსტუქციის ხარჯები ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ დააფინანსა.

“მეტრონომის” რედაქცია იმედს იტოვებს, რომ შესაბამისი ორგანოები სათანადოდ გამოიძიებენ აღნიშნულ ვანდალიზმს და პასუხს აგებენ დამნაშავეები.

12647449_1027943797244214_6317677675619328696_n (1)op12654135_1027943907244203_5626138401966236680_n

იტვირთბა....