თუ “ქართულ ოცნებას” არ ესმის რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, მაშინ მე ავუხსნი, – აღნიშნულის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ნიშნავს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას საქართველოსი.
“საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას, მაგრამ თქვენ იცით, რომ საქართველო არის მიტაცებული და თუ ქართულ ოცნებას არ ესმის რას ნიშნავს, დეოლიგარქიზაცია, რომელიც ნახსენებია ევროკომისიის წინადადებაში, მე მათ ავუხსნი – ეს ნიშნავს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას საქართველოსი.
საჭიროა საქართველოს მოსახლეობა არ იყოს მძევალი ერთი ადამიანის. ჩვენ ვლაპარაკობდით სანქციებზე და უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და ამ იდეის წინ წაწევა და ჩვენს უნდა მივმართოთ რეზოლუციაში ამ საკითხს კიდევ ერთხელ. ეს ქვეყანა უნდა გათავისუფლდეს ღიად ვიტყვი, პროკრემლისტური პოლიტიკისგან.
ჩემი ბოლო წინადადებაა, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავუწიოთ ანგარიში სამოქალაქო საზოგადოებას, რომელმაც მოაწყო ყველაზე დიდი გამოსვლა ამ ქვეყნის ისტორიაში, მე ვხედავ მდელობებს მოსახლეობის და სამოქალაქო საზოგადოების ამ ქვეყანაში და ვიმედოვნებ, ეს ხალხი გახდება ევროკავშირის წევრი”, – აცხადებს ევროპარლამენტარი.
თარგმანი: მთავარი არხი