aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არჩილ ტატუნაშვილის მამა გარდაიცვალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

არჩილ ტატუნაშვილის მამა, გივი ტატუნაშვილი, ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ოჯახის ახლობლებზე  დაყრდნობით ავრცელებს.

არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც 2008 წლის ომში მონაწილეობდა, რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წელს გაიტაცეს და წამებით მოკლეს.

ექსპერტიზის მიხედვით, საქართველოში 26 დღის შემდეგ დაბრუნებულ ცხედარს წამების კვალი აღენიშნებოდა.

ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები ამ დრომდე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებიან.               არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.

იტვირთბა....