aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლომჯარია: განსაკუთრებით შემაშფოთებელია აშშ-ს ელჩზე თავდასხმის უპრეცედენტო ფაქტები

განსაკუთრებით შემაშფოთებელია აშშ-ს ელჩზე თავდასხმის უპრეცედენტო ფაქტები, რაც არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ ამერიკა რას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის, უბრალოდ ქალბატონ კელი დეგნანზე ასეთი შეტევა და თავდასხმა ცოტა გაუგებარია ჩემთვის, რადგან აშშ-ს ელჩი ნამდვილად არ გამოირჩევა ისეთი რიტორიკით – ის არის ძალიან თავდაჭერილი, ძალიან დაბალანსებული დიპლომატი და მას არასდროს არ მიუცია საფუძველი რომელიმე პოლიტიკური პატიისთვის, რომ ეფიქრათ, ის იყო მიკერძოებული ვინმეს მიმართ. მე ვფიქრობ, აქ პერსონალური თავდასხმები არ არის მთავარი, ქალბატონი კელი დეგნანის პერსონა არ არის სამიზნე, მე ვფიქრობ, რომ აქ ადგილი აქვს ანტიამერიკული განწყობების გაღვივების მცდელობას
aviabiletebi
ავიაბილეთები

ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ tvპირველის ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....