კონსერვატიული პარტიის დეპუტატებმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ბორის ჯონსონის შემცვლელების შერჩევა დაიწყეს.
პირველ ეტაპის დაძლევა 10 კანდიდატიდან რვამ შეძლო. ესენი არიან:
- ფინანსთა ყოფილი მინისტრი რიში სუნაკი
- საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი
- ფინანსთა მინისტრი ნადიმ ზაჰავი
- საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ჯერემი ჰანთი
- საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე პენი მორდონტი
- თემთა პალატის კომიტეტის თავმჯდომარე ტომ ტუგენდჰატი
- ინგლისისა და უელსის გენპროკურორი სუელა ბრეივერმანი
- ქალთა და თანასწორობის საკითხებში მინისტრის ყოფილი მოადგილე კემი ბადენოკი
დანარჩენმა ორმა კანდიდატმა – ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა და პარლამენტის წევრმა, რეგმან ჩიშტიმ მეორე ტურში გადასასვლელად ხმათა მინიმალური რაოდენობა – ფრაქციის 20 წევრის მხარდაჭერა ვერ მიიღეს.
დარჩენილმა 8 კანდიდატმა კი შემდეგი ეტაპისთვის სულ მცირე 30 ხმა უნდა მიიღოს. კენჭისყრა ოთხშაბათს გაიმართება.