გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენტში, რუსთავი-გარდაბნის ცენტრალურ გზაზე 16 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა.
როგორც matatv-ს ადგილობრივებმა აცნობეს, მოზარდი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.