უკრაინელმა მებრძოლებმა აღმოსავლეთით, რუსეთის ჯარის რამდენიმე შეტევა მოიგერიეს და ოკუპანტები აიძულეს, გაქცეულიყვნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი Facebook-ზე ავრცელებს.
“მტრის ქვედანაყოფებმა ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით კრასნოპოლიას, დოლგენკოვას, მაზანოვკისა და ივანოვკის სიახლოვეს შემტევი მოქმედებები განახორციელეს. უკრაინელი მებრძოლებმა ოსტატურად დაიცვეს თავი, ოკუპანტებს მნიშვნელოვანი დანაკარგები მიაყენეს და მათ გაქცევა აიძულეს”, – აცხადბენ გენშტაბში.