უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრისა და პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩევლის, ვიქტორ ანდრუსივის ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მობილიზაციის ფარგლებში, არმიაში შესაძლოა 2-3 ათასი ქალი გაიწვიონ.
როგორც ანდრუსივი ТСН.uа-სთან საუბარში აღნიშნავს, ქალებს, რომლებსაც მობილიზაცია შეეხებათ, ქვეყნის საზღვრის დატოვება სპეციალური ნებართვის გარეშე არ შეეძლებათ.
“ქალებს, რომლებიც 1 ოქტომბრიდან სამხედრო აღრიცხვაზე იქნებიან აყვანილი, ცალკე ნებართვის მიღება დასჭირდებათ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის საზღვარი დატოვონ “, – აცხადებს ვიქტორ ანდრუსივი.
როგორც გამოცემა UNIAN წერს, სამხედრო მობილიზაცია შეეხებათ მედიკოსებს, ბიოლოგებს, ქიმიკოსებს, რადიოტექნიკოსებს, კომპიუტერის სპეციალისტებს, გეოგრაფებს, სტომატოლოგებს, ვეტერინარებს, პსიქოლოგებს და სოციალურ მუშაკებს.