ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

COVID-19 გლობალურ საგანგებო მდგომარეობად რჩება – ჯანმო

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, COVID-19 გლობალურ საგანგებო მდგომარეობად რჩება.

როგორც გამოცემა Reuters წერს, დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარი საგანგებო სიტუაციების კომიტეტი აცხადებს, რომ რიგ ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა, ვირუსის განვითარება და ჯანდაცვის სერვისებზე ზეწოლა იმაზე მიანიშნებს, რომ სიტუაცია კვლავ საგანგებოდ რჩება.

თუმცა, სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ გაზრდილია საზოგადოების იმუნიტეტი, რასაც ძირითადად, ვაქცინებს უკავშირებენ.

იტვირთბა....