სირიაში ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული ავიათავდასხმის შედეგად, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) ერთ-ერთი ლიდერი, მაჰერ ალ-აგარია ლიკვიდირებული.ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
არსებული ცნობით, ის ერთ-ერთი იყო ISIS-ის ოთხი მთავარი ლიდერიდან. როგორც ამერიკული მხარე აცხადებს, ალ-აგალი სირიასა და ერაყს მიღმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ქსელების განვითარებაზე იყო პასუხისმგებელი.
“ISIS-ის ლიდერების განადგურება ხელს შეუშლის ტერორისტული ორგანიზაციის გეგმების განვითარებასა და მათ მიერ თავდასხმების განხორციელებას” – აცხადებს აშშ-ს ცენტრალური სარდლობის სპიკერი, ჯო ბუჩინო.