20 წლის განმავლობაში პირველად, დოლარის კურსი ევროს კურსს გაუტოლდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის, ცნობით სამშაბათს, 12 ივლისის მდგომარეობით, ზოგიერთი უკრაინული ბანკი უკვე ევროზე ძვირად დოლარს ყიდულობს. მაგალითად, “პრივატბანკში”, ევრო შეიძლება გაიყიდოს 36,30 UAH, ხოლო დოლარი 36,40 UAH.
“ევრო დაეცა 20-წლიან მინიმუმამდე და მიუახლოვდა პარიტეტს დოლართან მიმართებაში იმის შიშით, რომ ენერგეტიკული კრიზისი რეგიონს რეცესიაში გადაიყვანს, ხოლო აშშ-ს ვალუტა გაიზარდა იმის მოლოდინით, რომ ფედერალური სარეზერვო განაკვეთები სხვა ქვეყნებთან შედარებით გაიზრდება “- ნათქვამია განცხადებაში.