თბილისის დროით 17:54 საათზე საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზონასთან 3.5 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები სოფელ სამებასთან 11კილომეტრში დაფიქსირდა.
ცნობისთვის, ეს დღეს საქართველოში მომხდარი მეშვიდე მიწისძვრაა.