მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშჩენკო ოკუპირებულ მარიუპოლში დარჩენილ ადგილობრივებს ევაკუაციისკენ მოუწოდებს.
“ძვირფასო მარიუპოლელებო, ვინც მდგომარეობის გაუმჯობესების იმედით ქალაქში დარჩით – არც ისე ბევრი დრო გრჩებათ, რომ დატოვოთ ქალაქი და ცივილიზებულ პირობებსა და უსაფრთხო გარემოში მოხვდეთ. თავად ხედავთ, ქალაქში ტანკების კოლონები გადაადგილდება, მაგრამ სანამ ჯერ კიდევ ერის გზა, გამოიყენეთ ის. მეორე შენსი შეიძლება აღარ მოგეცეთ. გაიქეცით, მანამ დროა”, – წერს ანდრიუშენკო Telegram-ზე.