ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ელისაშვილმა “თავისუფალი დემოკრატები” დაარწმუნა…

ე.წ. შეწყალების საქმეზე “თავისუფალი დემოკრატები” საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. ინიციატივის დარეგისტრირებას “თავისუფალი დემოკრატები” პარლამენტში მიმდინარე კვირას გეგმავენ. “თავისუფალმა დემოკრატებმა” აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ფრაქციის სხდომაზე საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილს მოუსმინეს.

“ვენდობი ალეკო ელისაშვილს იმაში, რომ პროკურატურა აქ არის როგორც მხარე და პროკურატურა იჭერს ხელისუფლების მხარეს, მაგრამ რადგან საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, ამიტომ ძალინ მნიშვენელოვანია, რომ არცერთ კითხვაზე არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვა და ეს პროცესი მიმდინარეობდეს ღიად”, – განაცხადა “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე, ნინო გოგუაძემ.

დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას იმიტომ, რომ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.

“საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას მოვითხოვთ იმიტომ, რომ პირდაპირ რეგლამენტში წერია, მოთხოვნებშია და იმ სამი მოთხოვნიდან ორს პირადპირ აკმაყოფილებს, თუ რატომაც უნდა შეიქმნას, რომ არის მაღალი თანამდებობის პირების კორუფციაში მონაწილეობა და არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, იმისთვის, რომ უფრო საჯარო გახდეს და იმისთვის, რომ უფრო მეტი ადამიანისთვის იყოს გასაგები ჩვენებები უამრავი მნიშვნელოვანი მოწმის”. – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

იტვირთბა....