დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასოვ იარში რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან უკვე 20 დაღუპული ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი სახლია ჩამონგრეული.
“ამ დროის მონაცემებით, შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოების დროს 29 დაღუპულის ცხედარია ნაპოვნი. ნანგრევებიდან ამოიყვანეს 8 გადარჩენილი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.