ახალი ამბები მსოფლიო

შრი-ლანკას მთავრობა გადადგება და ხელისუფლებას ოპოზიციას გადასცემს

შრი-ლანკას მთავრობა გადადგომასა და ხელისუფლების ოპოზიციისთვის გადაცემას დათანხმდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტი და მინისტრთა კაბინეტი გადადგომაზე ოფიციალურ განცხადებას უახლოეს მომავალში გაავრცელებენ.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელდა ფოტო, სადაც პრეზიდენტი გოტაბაია რაჯაპაქსა და პრემიერ მინისტრი რანილ ვიკრემესინგე იღიმებიან პარლამენტში.

ამ ფაქტმა მოსახლეობაში გაღიზიანება გამოიწვია, რადგან ეს ორი მამაკაცი ბედნიერი იყო, მაშინ როდესაც მილიონობით ადამიანი იბრძოდა, რომ მშიერი არ  ყოფილიყო.

პრეზიდენტი რაჯაპაქსას გადადგომა მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა იყო თვეების განმავლობაში არეულობის დროს, რადგან ინფლაცია იზრდება და ხელისუფლება იბრძვის საკვების, საწვავის და მედიკამენტების იმპორტისთვის.

შრი-ლანკა უცხოური ვალუტის დეფიციტის წინაშე დგას და საერთაშორისო სავალუტო ფონდს სასწრაფო სესხი სთხოვა.

იტვირთბა....