სლოვენიის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის ქორწინებისა და შვილის აყვანის შეზღუდვა არაკონსტიტუციურად ცნო და პარლამენტს ამ მიმართულებით 6 თვის განმავლობაში კანონმდებლობის მოწესრიგება დაავალა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს თანასწორი ქორწინების შესაძლებლობა.
კერძოდ, მოსამართლეებმა მიიჩნიეს, რომ ქორწინებისა და შვილად აყვანის უფლებით მხოლოდ განსხვავებული სქესის ადამიანების სარგებლობა, არღვევს კონსტიტუციურ აკრძალვას დისკრიმინაციაზე.
შრომის, ოჯახის, სოციალური საქმეებისა და თანასწორი შესაძლებლობების მინისტრის, ლუკა მესეჩის თქმით, კანონმდებლები მისაღებად ცვლილებები უახლოეს კვირებში მომზადდება.
“საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებას დიდი სიამოვნებით აღვასრულებთ”, – აცხადებს მესეჩი.