კახეთში, სოფელ წიწკანაანთსერში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ყვარლის სასწრაფო დახმარების მანქანა ამობრუნდა. შედეგად, დაშავდა ოთხი ადამიანი – ექიმები და ექთნები.
“მთავარი არხის” ცნობით, მათგან ექიმის და ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების მანქანას სავარაუდოდ გზა ფორდის მარკის სატვირთომ გადაუკეტა. შეჯახების შედეგად, ორივე მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამობრუნდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.