ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

რუსებმა მიკოლაევზე სარაკეტო თავდასხმა მიიტანეს

მიკოლაევზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. შედეგად, განადგურებულია კერძო სახლები და საწარმოები. ამის შესახებ ქალაქის მერი ალექსანდრ სენკევიჩი Telegram-ზე წერს.

“დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა ქალაქს С-300-ის ტიპის ექვსი რაკეტა ესროლეს. რაკეტები საცხოვრებელ სახლებს და კერძო საწარმოებს მოხვდა. საბედნიეროდ, შეტევა მსხვეროლის გარეშე დასრულდა. ერთ-ერთ რაიონში პრაქტიკულად მიწასთან არის გასწორებული ორი კერძო სახლი. აფეთქების ტალღამ და ნამსხვრევებმა დააზიანა ახლოს მდებარე სახლების ფანჯრები და სახურავები. რაკეტა ასევე ჩამოვარდა კერძო საწარმოს ტერიტორიაზე, სადაც დაზიანდა ავტოფარეხი”, – წერს სენკევიჩი.

იტვირთბა....