[su_quote]ყურადღებით გავეცანი ქალბატონი ელჩის პასუხს და გამოგიტყდებით, გაოცებული დავრჩი იმ დაუფარავი გაღიზიანებით, რომელიც მასში ჩემს – საქართველოს დეპუტატის მიერ დასმულმა ლეგიტიმურმა კითხვებმა გამოიწვია. კითხვებმა, რომელიც არ არის მარტო ჩემი კითხვები, არამედ ჩემი ამომრჩევლის, ხაზს ვუსვამ, ქართველი ამომრჩევლის კითხვებიცაა. ასევე გაუგებარია, რა შეთქმულების თეორიებზე და ტყუილებზე ლაპარაკობს ქ-ნი ელჩი. შესაძლოა, ბოლომდე რომ წაეკითხა წერილი, ასეთი ცრუ ბრალდება არც წამოაყენებინა და პირდაპირ გაეცა პასუხი ჩემს მიერ დასმულ მარტივ კითხვაზე – ის ადამიანები საქართველოში თუ საქართველოს გარეთ, ვინც ომისკენ მოუწოდებდა და მოუწოდებს ხელისუფლებას, არიან თუ არა “ფეესბეს“ მზაკვრული ნარატივის“ გამავრცელებლები და თუ ასეა, რატომ არ მისცემს მათ შენიშვნებს, მათი დაფინანსების შეწყვეტაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომლებსაც ასე უხვად გასცემს ხოლმე ქ-ნი ელჩი „ქართული ოცნების“ მიმართ[/su_quote]
ამის შესახებ “ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის პასუხს მის წერილზე.
ცნობისთვის, დეგნანმა განაცხადა, რომ ყაველაშვილის წერილი, რომლის ადრესატიც თავად იყო, “სავსე იყო ტყუილებით” და ბოლომდე არ წაუკითხავს.