უკრაინის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსი ოკუპანტები შეტევითი მოქმედებებით ცდილობდნენ უგლეგორსკის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებას, თუმცა, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ამის საშუალება არ მისცეს.
გენშტაბის ცნობით, ავდიივკას, კურახივკას, ნოვოპავლივკასა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით, საკონტაქტო ხაზის გასწვრივ გრძელდება პოზიციების ურთიერთდაბომბვა.
“მტერმა საჰაერო დარტყმები განახორციელა მალის შჩერბაკის მიდამოში“, – აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.