შრი-ლანკაში არეულობაა – ათასობით დემონსტრანტმა ქალაქ კოლომბოში პრეზიდენტის რეზიდენცია იერიშით აიღო. ადგილობრივებს შენობა ჯერ ალყაში ჰქონდათ მოქცეული, შედეგ კი შიგნით შეჭრა მოახერხეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შრი-ლანკის პრეზიდენტს იქაურობა წინასწარ ჰქონდა დატოვებული და ის უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.
ყველაფერი საპროტესტო აქციით დაიწყო, რომლის მონაწილეებიც მოითხოვენ, ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, შრი-ლანკის პრეზიდენტმა გოტაბაია რაჯაპაქსამ თანამდებობა დატოვოს.