ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე დეგნანზე: პასუხის ეს ფორმა და შინაარსი, ჩემთვის იყო ძალიან სამწუხარო

პასუხის ეს ფორმა და არა მარტო ფორმა – შინაარსი ჩემთვის ძალიან სამწუხარო და დასანანი იყო, რადგან როდესაც დეპუტატს, საქართველოს პარლამენტის წევრს ადანაშაულებ ტყუილებში, ეს ბუნებრივია, ძალიან სამწუხაროა. ეს რომ შეურაცხმყოფელი პასუხი გაეცა ჩვენს კოლეგას, პარლამენტარს, თან მიშა ყაველაშვილს, ამას ცალკე გავუსვამ ხაზს, რომ მართლა გამორჩეულად წესიერი ღირსეული და პატიოსანი კაცია და ქვეყანა უყვარს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულად ხაზგასასმელია. ასეთ კაცს შეურაცხყოფა ისედაც არ ეკუთვნის და დიპლომატიური სტანდარტების დარღვევა მართლა ისეთი რამეა, რასაც მე მგონი, ყველა პარლამენტარისგან სჭირდება რეაგირება და რა თქმა უნდა, შინაარსიც არის მნშივნელოვანი

ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში, მიხეილ ყაველაშვილის წერილზე აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის კომენტარის შეფასებისას განაცხადა.

ცნობისთვის, დეგნანმა განაცხადა, რომ ყაველაშვილის წერილი, რომლის ადრესატიც თავად იყო, “სავსე იყო ტყუილებით” და ბოლომდე არ წაუკითხავს.

 

იტვირთბა....