ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ენდელაძე: ვფიქრობ, კოვიდშეზღუდვები იქნება

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გახშირებული შემთხვევების გამო ქვეყანაში შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს.

“ქვეყანაში არსებული მდგომარეობა კორონავირუსის გავრცელების მხრივ, ძალიან საყურადღებოა. მოგეხსენებათ, აღნიშნული ვირუსი მარტივად ვრცელდება, ამიტომ ახლა შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში დადასტურებულთა და ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა ძალიან მაღალია. ვფიქრობ, შეზღუდვები იქნება, რაც  პირველ ყოვლისა, პირბადის გამოყენებას შეეხება. ზოგადად, რეგულაცია რად უნდა იმის მიხვედრას, რომ როცა გავრცელებადია ვირუსი, ადამიანმა ნიღაბი გაიკეთოს? ეს ყველაფერი მაინცდამაინც დასჯადი უნდა იყოს?”, – აცხადებს ენდელაძე “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში.

 

იტვირთბა....