[su_quote]თუ მშვიდობა გინდა შენი ხალხისთვის, კეთილდღეობა გინდა და წინსვლა გინდა, მაშინ ვინც პოლიტიკურ დღის წესრიგს ვინც ქმნის მსოფლიოში იმათ არ უნდა აგინო. ელემენტარული დიპლომატიის სტანდარტები უნდა დაიცვა. არ უნდა მოაწყო ცემა-ტყეპა ამერიკის საელჩოში, არ უნდა მიწერო სულელური წერილები ამერიკის ელჩს და არ უნდა აგინო მიმიტინგეებს, როდესაც ისინი შენს ოფისთან ატარებენ მიტინგს. მაგრამ, როგორც ჩანს „ქართული ოცნება“ საერთოდ გასულია მომსახურების ზონიდან. ჩვენ გვაქვს საქმე პოლიტიკურ ძალასტა, რომელიც არ არის ადეკვატური არაფერში და მემგონი კელი დეგნანის პასუხი იყო ადეკვატური, როდესაც მან წერილი ბოლომდეც არ ჩაიკითხა[/su_quote]
ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის შეფასებასთან დაკავშირებით, რომელიც მან “ქართული ოცნებიდან” გამოსული დეტის, მიხეილ ყაველაშვილის წერილის საპასუხოდ გააკეთა.