ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუნდაძე დეგნანზე: მისმა პასუხმა შეურაცხყო მთლიანად ქართველი ამომრჩეველი

[su_quote]ველოდი პასუხებს და მივიღე ხალხისგან არჩეული დეპუტატის შეურაცხყოფა. უფრო მეტიც, ეს არ იყო მხოლოდ ერთი დეპუტატის მიმართ გამოხატული უპატივისმცემლობა, ამ პასუხმა შეურაცხყო მთლიანად ქართველი ამომრჩეველი. არა მგონია, სადმე ამას ვკითხულობდეთ დემოკრატიის პრინციპებში და ეს იყოს დასავლური სტანდარტი, როცა უმაღლესი დონის დიპლომატი დეპუტატის მიერ გაგზავნილ წერილს არც კი კითხულობს და ამას საჯაროდ აჟღერებს. მე უკვე განვაცხადე, რომ ასეთი დამოკიდებულებით ქართველ ხალხში ევროატლანტიკური გზისკენ ლტოლვა ზიანდება. ეს კი საფრთხის შემცველია ჩვენი სახელმწიფოსთვის[/su_quote]

ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნებიდან“ გასული დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომელიც მან “ოცნებიდან” გამოსული კიდევ ერთი დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილის პასუხად გააკეთა.

“წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილითა და შეთქმულების თეორიებით, ბოლომდე ვერც წავიკითხე”, – განაცხადა დეგნანმა.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა დეგნანს კითხვები დაუსვა და მიმათა – კ”არგი იქნებოდა, აშშ-ს იმიჯის დასაცავად, ენმ-ის პროვოკაციებს საჯაროდ გამიჯვნოდით”.

 

იტვირთბა....