დონეცკის ოლქის გუბერნატორის, პავლე კირილენკოს განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა დღეს ოლქის დაბომბვა დაიწყეს. მისი ცნობით, სარაკეტო თავდასხმა მოხდა ქალაქ დრუჟკივკაში რის შედეგადაც, დაზიანდა საავადმყოფო, კულტურის სასახლე, საცხოვრებელი შენობები და სათამაშო მოედანი.
“რუსეთმა დონეცკის ოლქის დაბომბვა დაიწყო – ერთადერთი სწორი გამოსავალი ევაკუაციაა”, – წერს გუბერნატორი.
კირილენკოს თქმით, მტერმა სლოვიანსკში საცხოვრებელ სახლს დაარტყა. ნანგრევებს ქვეშაა მოყოლილი მისი მეპატრონე. ამასთან, ორი მშვიდოებიანი მოქალაქე დაშავდა ქალაქ ჰირნიკში, რომელიც ოკუპანტებმა გვიან ღამით დაბომბეს. რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს ჩასოვოი იარის რკინიგზის სადგურს, რის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე ადამიანი.