[su_quote]ძალიან ვეცადე, მაგრამ “ყაველაშვილი” და “დეგნანი” არა თუ ერთ ნიუსში, არამედ ერთ წიგნში, ან თუნდაც ბიბლიოთეკაში ვერ წარმოვიდგინე…[/su_quote]
ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პარლამენტის დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილს, რომლითაც მან საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს მიმართა.
“ქალბატონო ელჩო, ამერიკის იმიჯის დასაცავად, კარგი იქნებოდა, ნაციონალური მოძრაობის ხელით საჯაროდ განხორციელებულ ამ პროვოკაციებს თქვენ საჯაროდ გამიჯვნოდით”, – ვკითხულობთ ყაველაშვილის წერილში, რომელიც საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.