ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

გაიდაი: სევეროდონეცკი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა

ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, ქალაქი სევეროდონეცკი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. გაიდაის თქმით, გათიშულია ცენტრალური წყალმომარაგება, გაზი და ელექტროენერგია, არ მუშაობს გამწმენდი ნაგებობები და სატუმბი სადგურები, ამასთან, დიდი პრობლემები აქვს საკანალიზაციო სისტემასაც.

“ქალაქი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.თებერვლის ბოლოდან, ოკუპანტებმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაბომბეს და ისინი თითქმის ბოლომდე გაანადგურეს. არაფრის გარემონტება არ არის შესაძლებელი, რადგან მშვიდობიან დროშიც კი, ასეთი მოცულობის რესტავრაციას ნახევარი, ერთი წელიწადი სჭირდება, ისიც, შესაბამისი მასალებისა და კვალიფიცირებული მუშახელის პირობებში. რუსებს არც ერთი აქვთ და არც მეორე”, –

 

იტვირთბა....