ბრიტანული დაზვერვა ყოველდღიურ ანგარიშსს აქვეყნებს, რომელშიც საუბარია, რას შეიძლება უკავშირდებოდეს რუსული ძალების მიერ აღებული “პაუზა” და როგორი იქნება ოკუპანტების მორიგი სტრატეგიულ მიზანი.
ინფორმაციის მიხედვით, ოკუპანტები სავარაუდოდ, პაუზას იმისთვის იღებენ, რომ დონეცკის ოლქში ახალი შეტევითი ოპერაციის დაწყებამდე, მარაგები შეავსონ. დაზვერვის ცნობითვე, რუსული არმია ფრონტის ხაზზე ტექნიკას აგროვებს დონეცკის ოლქში, სივერსკას მიმართულებით, რომელიც ამჟამად აქტიური ფრონტის ხაზიდან 8 კილომეტრში მდებარეობს.
“არსებობს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთის უახლესი ტაქტიკური მიზანი სივერსკი იქნება, რადგან რუსული ძალები თავიანთი ყველაზე სავარაუდო საოპერაციო მიზნისკენ, სლავიანსკ-კრამატორსკის ურბანული ტერიტორიისკენ წინსვლას ცდილობენ”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
ბრიტანულ დაზვერვაში ასევე აღნიშნავენ, რომ რუსი მეომრები აგრძელებენ თანდათანობით წინსვლას ხერსონის სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ფართომასშტაბიანი ომის 134-ე დღეს, მოსკოვმა „ოპერატიული პაუზა“ გამოაცხადა.