უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრეს-სამსახურის უფროსის, ალექსანდრ შტუპუნის განცხადებით, დონბასში რუსულს ძალებს ორი მიმართულებით წარუმატებელი შეტევა ჰქონდათ.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტები გრიგოროვკასა და ვერხნეკამენსკის მიმართულებებით ახორციელებდნენ დარტყმებს.
“ოკუპანტებმა ქვემეხებიდან და სარაკეტო არტილერიიდან დაბომბეს მაიაკის, სევერსკის, სერებრიანკას, გრიგოროვკას, ვერხნეკამენსკოეს, ზოლოტარევკასა და ზვანოვკას დასახლებების ტერიტორიები. მტერმა ავიაციით დაბომბა სერებრიანკას რაიონი”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსული ძალები აგრძელებენ ლუგანსკის ოლქის ტერიტორიაზე სრული კონტროლის დამყარების მცდელობას.