ხუთი წლის ბიჭი, რომელსაც 27 ივნისს სოფლების, შრომა-კავშირის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე ავრომობილი დაეჯახა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Primetime ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ავტომობილი ლაგოდეხი-თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, სოფელ შრომასთან კი მანქანას ბავშვმა გადაურბინა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მოზარდს დაეჯახა.
ბავშვი თავდაპირველად ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში შეიყვანეს, შემდეგ კი თბილისში გადმოიყვანეს, სადაც 10 დღეზე მეტია, მკურნალობდნენ.