ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

🎥ემოციური ვიდეო: ოლეგ ბურიაკის შვილი 90-დღიანი ტყვეობის შემედეგ რუსებისგან გამოიხსნეს

ზაპოროჟიეს ოლქის რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ ბურიაკის 16 წლის შვილი რუსების 90-დღიანი ტყვეობიდან გამოიხსნეს.

“წამოვიყვანეთ, ჩემი ვაჟი სახლში ბრუნდება. მადლობა ჩემს მეგობრებს, სტანისლავ ვასილიჩს, ანდრეი სერგეევიჩს, პოლიციას, რომელიც დამეხმარა ვლადთან მისვლაში. ვბრუნდებით სახლში, ღმერთის წყალობით, ცხოვრების ეს ეტაპი დასრულდა. ახლა ვიბრძოლებთ უკრაინისთვის და ყველაფრისთვის პასუხს მოვთხოვთ მტერს”, – ამბობს ბურიაკი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.

“ყველაფერი რიგზეა, ცოცხალი და ჯანმრთელი ვარ, ბედნიერი და გახარებული ვბრუნდები სამშობლოში”, – ამბობს ვიდეოში ტყვეობიდან დახსნილი ვლადი.

ცნობისთვის, ოლეგ ბურიაკმა აპრილში განაცადა, რომ მისი 16 წლის ვაჟი, ვლადი ოკუპანტებმა ვასილიევკას საგუშაგოდან მოიტაცეს. ის რუსების ტყვეობაში 8 აპრილის შემდეგ იმყოფებოდა.

იტვირთბა....