საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ “ქართულ ოცნებაზე“ მიმაგრებულია “ეფესბეს“ ოპერატიული ჯგუფი, რომლის დავალებითაც პარტიის ლიდერები საქართველოს ომში ჩართვის შესახებ საუბრობენ.
ირაკლი ზარქუას თქმით, “ეფესბეს” ჯგუფს, რომელზეც ვაშაძე საუბრობს, საქართველოში “ნაციონალური მოძრაობა” და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების სახელები ჰქვია.
“მე ვადასტურებ ვაშაძის განცხადებას, დიახ “ეფესბეს” გარკვეული ჯგუფი უკვე დიდი ხანია, არის საქართველოში – მას ჰქვია “ნაციონალური მოძრაობა”, ხოშტარია და ასე შემდეგ. ისინი საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ, მათ შორის, მცდელობა აქვთ, საქართველო ჩართონ ომში, არიონ ეს ქვეყანა და გადააგდონ ქაოსში. ამისთვის სამი მცდელობა ჰქონდათ, არაფერი გამოუვიდათ და არც მომავალში გამოუვათ. რაც შეეხება ვაშაძეს, გადაეცით, რომ იდიოტია,”- განაცხადა ზარქუამ.