რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ კრამატორსკის ცენტრალურ ნაწილზე საჰაერო სარაკეტო შეტევა მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას კრამატორსკის მერი, ალექსანდრ გონჩარენკო ავრცელებს. მისი ცნობით, დაბომბვას მსხვეროლი მოჰყვა.
“კრამატორსკის ცენტრალურ ნაწილზე საჰაერო სარაკეტო შეტევა განხორციელდა. არის მსხვერპლი. ადგილზე სპეციალური სამსახურები მუშაობენ, ვარკვევთ, რა შედეგები მოჰყვა თავდასხმას. საფრთხე ჯერ არ განელებულა, დარჩით თავშესაფრებში”, – აცხადებს კრამატორსკის მერი, ალექსანდრ გონჩარენკო.