ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, არჩევნები 2%-იანი ბარიერით ჩატარდება

“ქართული ოცნების” თავმჯდორის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს, 2024 წლის და შემდგომი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება.

“დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, საქართველოს პარალმენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმადაც 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩვენები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება. ამ პოლიტიკურ ვალდებულებას ჩვენ ვიღებთ პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის წინაშე. ღრმად გვწამს, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას, რის შემდეგაც, სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 2%-იანი საარჩევნო ბარიერით, 2024 წელს ქვეყნისთვის ოპტიმალურ პოლიტიკურ მოცემულობას შექმნის. დარწმუნებული ვარ, “ნაციონალურ მოძრაობას” თავისი სატელიტებით, 2024 წელს 2%-იანი ბარიერის პირობებშიც პირწმინდად დავამარცხებთ”, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ბარიერის დაწევა ევროკავშირის მხრიდან კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად არ დასახელებულა და “ქართული ოცნების” პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ მსგავსი ვალდებულება აეღო ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის წინაშე.

 

იტვირთბა....