უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე წერს, რომ რუსეთი საკუთარი ქალაქების დაბომბვის ინსცენირებას ახდენს, კიევისთვის იარაღის მიწოდება რომ შეფერხდეს.
პოდოლიაკის თქმით, საკუთარი ქალაქების დაბომბვით, რუსები კიდევ რამდენიმე მიზნის მიღწევას ცდილობენ:
“რაში სჭირდება რუსეთს სპექტაკლების დადგმა საკუთარი ქალაქების დაბომბვის შესახებ?
- იმისთვის, რომ რუსების ყურადღება გადაიტანოს მათ ქვეყანაში არსებული პრობლემებიდან
- რომ შეინარჩუნოს ანტიუკრაინული ისტერია რუსებში
- უკრაინაში მოკავშირე ქვეყნებიდან შეიარაღების მიწოდების ჩაშლა
მაგრამ, ყველაფერი გამოსწორდება. კრემლს ტრიბუნალი არამარტო უკრაინელი, არამედ საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის ელის”, – წერს პოდოლიაკი.