[su_quote]მინდა დაგიდასტუროთ დიდი პატივისცემა, რომ ამ ზაფზუხლის ცხელ დღეებში, პარლამენტის მთელი შემადგენლობა თავის სამუშაო ოთახებში ზის და ნაცვლად იმისა, რომ ზაფხულით ესარგებლა, მთელ რიგ კოლოსალურ სამუშაოებს ეწევა იმისთვის, რომ საშემოდგომო სესიის დაწყებისთანავე, კანონპროექტების მთელი რიგი ჩამონათვალი იყოს მზად, რათა დეკემბრის ბოლოს, ჩვენი საუკუნოვანი სურვილი იყოს ასრულებული[/su_quote]
ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ევროპული საბჭოს 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე საუბრისას.