aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი ჯანდაცვა

აზერბაიჯანი ბაზარს გვიკეტავს, ქართული მხარე ინგლისიდან ანალიზების პასუხს ელის

aviabiletebi
ავიაბილეთები

აზერბაიჯანმა ქართული ხორცისთვის ბაზარი დახურა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მიზეზი საქართველოში პირუტყვებში გავრცელებული ცხელებაა. ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძე “საქმიან დილასთან” აცხადებს, რომ მსგავსი პრობლემა აზერბაიჯანთან რამდენიმე თვის წინათაც იყო. მისი თქმით, დაავადების დადასტურების შემთხვევაში, ფინანსური ზარალი ფერმერებისთვის დიდი იქნება.

“თუ დადასტურდა, რომ ეს დაავადება ნამდვილად არის ჩვენგან შესული, ეს იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანული ბაზარი ჩვენთვის შესაძლოა 12 თვის განმავლობაში დაიკეტოს. თუ არ დადასტურდა, ორივე სახელმწიფო მოილაპარაკებს, თუ რა პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს. ერთ-ერთ დაავადებაზე, სახელმწოდებით ბლუტანგი, ინგლისიდან უარყოფითი პასუხი მოვიდა. როდესაც ეს დაავადება აზერბაიჯანულმა მხარემ დააანონსა, ქართულმა მხარემ საკონტროლოდ ინგლისის ლაბორატორიაში გააგზავნა ანალიზები, საიდანაც დადასტურებულ პასუხს ველოდებით.

იტვირთბა....