ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

რა დააწერეს უკრაინელებმა დროშას, რომელიც გათავისუფლებულ კუნძულ “ზმეინზე” აღიმართა

ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ბრატჩუკის განცხადებით, უკრაინის დროშაზე, რომელიც კუნძულ “ზმეინის” გათავისუფლების შემდეგ სამხედროებმა აღმართეს, რუსული გემისთვის გზავნილია დაწერილი.

“უკრაინის სახელმწიფო დროშაზე, რომელიც კუნძულ “ზმეინზე” არის აღმართული, არის ტექსტი: “გახსოვდეს, რუსულო სამხედრო გემო, კუნძული ზმეინი – ეს უკრაინაა” და იქვე, ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ მარჩენკოს ხელმოწერაა”, – წერს ბრატჩუკი Telegram-ზე.

სერგეი ბრატჩუკმა ფოტოც გაავრცელა, რომელიც იმ მომენტშია გადაღებული, როდესაც მაქსიმ მარჩენკო და ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელები შესაბამის წარწერას ტოვებენ.

იტვირთბა....