გასული დღის განმავლობაში, ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში შვიდი მშვიდობიანი მაცხოვრებელი იმსხვერპლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარე პაველ კირილენკო Telegram-ზე ავრცელებს.
“6 ივლისის განმავლობაში რუსებმა დონეცკის 7 მშვიდობიანი მაცხოვრებელი მოკლეს – 3 ტორეცკში, 2 ავდეევკაში, ხოლო თითო ადამიანი კოდემსა და სევერსკში. კიდევ ორი პირი დაჭრილია”, – წერს კირილენკო.
მისივე თქმით, შეუძლებელია მარიუპოლსა და ვოლნოვახში შეუძლებელია მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა.