ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შარლ მიშელი: მზად ვართ, საქართველოს მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი, როგორც კი რეკომენდაციები შესრულდება

“უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია”, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს მაშინვე, როგორც კი ევროკომისიის დასკვნაში წარმოდგენილი პრიორიტეტები შესრულდება.

“გასულ კვირას, ევროკავშირის 27 ლიდერთან ერთად, მივიღეთ მთელი რიგი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებები. პირველ რიგში, ჩვენ გადავწყვიტეთ, გვეღიარებინა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნების და მათი ხალხის მომავალი ევროკავშირშია. ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსი მიგვენიჭებია. ეს ძლიერ გზავნილს უგზავნის მათ ხალხს და ევროკავშირის მოქალაქეებს. ჩვენ ასევე მზად ვართ, მივანიჭოთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, როგორც კი კომისიის დასკვნაში წარმოდგენილი პრიორიტეტები მოგვარდება”, – ციტირებს “ინტერპრესნიუსი” შარლ მიშელის სიტყვებს.

იტვირთბა....