რომის პაპის გადაწყვეტილებით, ისტორიაში პირველად, ვატიკანის საბჭოში ეპისკოპოსების დანიშვნის პროცესში ხმის უფლება ქალებსაც მიენიჭებათ. გამოცემა Reuters-ის ცნობით, წმინდა საყდრის ცენტრალური ადმინისტრაციის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება ძალაში ივნისში შევიდა და ის, ვატიკანის დეპარტამენტების უმეტესობის სათავეში ნებისმიერ მონათლულ კათოლიკეს, მათ შორის ქალებს, ხელმძღვანელი პოზიციების დაკავების საშუალებას აძლევს.
როგორც “როიტერთან” ინტერვიუში პაპი ფრანცისკე აღნიშნავს, წინა წელს მან პირველად დანიშნა ქალი – რაფაელა პეტრინი ვატიკანის გუბერნატორის კაბინეტში მდივნად, უახლოეს მომავალში კი კიდევ ორი ქალი დაინიშნება თანამედბობაზე – ისინი ეპისკოპოსთა დანიშნვნის პროცესში მიიღებენ მონაწილეობას, რაც ამ კომიტეტის ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება.
“ღია ვარ, რომ ქალებს შესაძლებლობები მივცე. დღეს, ვატიკანის გუბერნატორის მოადგილე ქალია. უახლოეს მომავალში კი ეპისკოპოსთა ასარჩევ კომიტეტში ორი ქალი დაინიშნება პირველად”, – აცხადებს რომის პაპი.