ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მაკფოლი: საქართველოდან და ბელარუსიდან ადამიანების დასანქცირებაზე განხილვებს ვიწყებთ

[su_quote]ჯგუფი, რომელსაც მე კოორდინაციას ვუწევ, საერთაშორისო, დამოუკიდებელი და უპარტიოა. ჩვენ ვადგენთ დასასანქცირებელი პიროვნებების სიებს. ჩვენს ჯგუფს ჯერჯერობით არ უმსჯელია ადამიანების დასანქცირებაზე სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ახლა სწორედ ამ საკითხზე ვიწყებთ მსჯელობას. კერძოდ, განვიხილავთ ადამიანებს საქართველოდან და ბელარუსიდან და ვფიქრობ, რომ ეს უნდა გაკეთდეს. ჯერ ვერ ვისაუბრებ გვარებზე, რადგან ჩვენ ამის თაობაზე შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, მაგრამ ვთვლი, რომ უეჭველად იქნებიან ინდივიდები თქვენს ქვეყანაში და ბელარუსში, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს და მათაც უნდა იწვნიონ ამის შედეგები[/su_quote]

ამის შესახებ, “ინტერპრესნიუსის” ცნობით, ამერიკის ყოფილმა ელჩმა და უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი – რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორმა მაიკ მაკფოლიმ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის“ გადაცემა “რეზიუმეში“ განაცხადა.

 

იტვირთბა....